“ომიკრონით” ინფიცირების მაჩვენებელი სწრაფად იმატებს, თვის ბოლოსთვის ეპიდემიოლოგები შემთხვევების პიკს ელოდებიან. არსებული მდგომარეობიდან სპეციალისტები ერთადერთ გამოსავალს კვლავ ვაქცინაციაში ხედავენ.
“ომიკრონის” შიდა გავრცელებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ აღნიშნული შტამი მკვეთრად მოიმატებს, რადგან კვლევაში რამდენიმე ასეული საეჭვო ნიმუშია.
“რამდენიმე ასეული საეჭვო შემთხვევა არის კვლევაში, ანუ დიდი ალბათობით “ომიკრონის” შემთხვევები მოიმატებს დღეს და ხვალ. საერთოდ დადასტურებული შემთხვევების 10%, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის “ომიკრონი”,– განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
წყარო: rustavi2