საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის ანგარიში დაასრულა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იგეგმება თურქეთთან ბაზრის გახსნა და მეზობელი ქვეყნიდან მედიკამენტების შემოტანა, რაც წამალზე ფასს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
”კიდევ ერთი დაპირება, რომელიც გვქონდა ეხება მედიკამენტების ფასს. მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი ახალი გადაწყვეტილება. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს წამალზე ფასს. კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის ანგარიში დაასრულა. ახალი მინისტრი უკვე შეხვდა უწყების ხელმძღვანელს და ერთად დაგეგმეს გასატარებელი ღონისძიებები.
ჩვენ ასევე ვაპირებთ გავხსნათ თურქეთის ბაზარი, თურქეთიდან შემოვიდეს მაღალი ხარისხის მედიკამენტები, რაც ჩვენი პროგნოზით მედიკამენტზე ფასს გააიაფებს.
ასევე ვიმუშავებთ კანონმდებლობაზე, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს სიტუაციას” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.