“როგორ მიხაროდა შენი ყოველივე წინ გადადგმული ნაბიჯი, გაბი”, _ ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქველმოქმედო ორგანიზაციის, #სიკეთისთვისამოქსოვილი28თვალის დამფუძნებელმა ვიქტორია რაკოვსკაიამ დაწერა.
“როგორი იმედით ვაპირებდი დღეს დედიკოსთან ლაპარაკს, ოღონდაც ეს არ მომხდარიყო. როგორ გვატკინე ყველას გული. პატარა ანგელოზო დაეხმარე დედიკოს გამაგრდეს და ამ ტკივილით ისწავლოს ცხოვრება სამწუხაროდ, დროს მხოლოდ ამის გაკეთება შეუძლია.
არა, არ უნდა ვმარხავდეთ მშობლები ჩვენს შვილებს, არა! ღმერთო პატარა ანგელოზს შენთან აჩუქე სითბო და სიყვარული, არ აგრძნობინო ტკივილი! _ წერს სოციალურ ქსელში ვიქტორია რაკოვსკაია”.
პატარა გაბრიელი დღენაკლული დაიბადა, იგი დაბადებისას 500 გრამს იწონიდა. როგორც ვიქტორია რაკოვსკაია წერს, პატარა გაბის გული გაუჩერდა.
“გურია ნიუსი” უსამძიმრებს პატარა გაბრიელის მშობლებს, ახლობლებს და გამძლეობას უსურვებს მათ.