იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი ნუნუ კვასხვაძე თავის შვილიშვილს, რომელსაც მხოლოდ სოციალური ქსელის საშუალებით იცნობს, დაბადების დღეს ულოცავს.
“სოცქსელის საშუალებით გავიცანით ერთმანეთი. 3 წელია სულს მითბობს.
თავის უფროს დაიკოებს ბაძავს და ბებოს მეძახის. ესაა სულ ჩვენი კომუნიკაცია. მაგრამ სისხლისმიერია ეს გრძნობა და სისხლის კავშირია დიდი. ჩემი ცხოვრების ლოგიკური გაგრძელებაა. ჩემი სიბერის გარანტი და ჩემს შემდეგ ჩემი მახსენებელი. ლუკას მობრძანების დღეა დღეს. ჩემთვის დიდი დღე. ჩემი ზეიმის დღე. დამილოცეთ ეს ჯიბეში ხელებჩაწყობილი, პატარა ონავარა. მანქანა იმიტომ უნდა, რომ დაშალოს და” ააწყოს “. ბიჭია, რას ვიზამთ, ” ჩხირკედელაობს “, თავისი ინტერესები აქვს. გენაცვალოს ბებო გულში. 100 წელი იცოცხლე. ვაჟკაცი გაიზარდე. ქალის პატივისმცემელი”, _ წერს ქალბატონი ნუნუ.