მრავალწლიანი სამსახიობო კარიერის განმავლობაში მსახიობმა მიკოლ კიდმანმა არაერთ ფილმში მიიღო მონაწილეობა და მრავალი პრესტიჟული ჯილდოც მოიპოვა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, 54 წლის მსახიობი აღნიშნავს, რომ ასაკის გამო თავის პროფესიაში უამრავ დაბრკოლებას გადააწყდა.
“ჰოლივუდის ინდუსტრიაში შეთანხმებულები არიან იმაზე, რომ თუ მსახიობ ქალს 40 წელი შეუსრულდა, მისთვის ყველაფერი დამთავრებულია”,_ ამბობს ნიკოლ კიდმანი „Dujour“-თან ინტერვიუში.
ნიკოლ კიდმანმა სექსიზმის შესახებ „The Today Show“-შიც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 40 წლის ქალისთვის ჰოლივუდის კარი უკვე დახურულია. მსახიობმა თავისი ახალი ფილმი „Being the Ricardos“ ახსენა და თქვა, რომ ასაკთან დაკავშირებული გამოცდილება დაეხმარა, რათა ახალი როლი კარგად ეთამაშა.
“როცა მეუბნებოდნენ, რომ ასაკის გამო სამუშაო ადგილს ვერ მივიღებდი, ეს ამბავი სავარძელში მშვიდად მოკალათებულს არასდროს მიმიღია. მქონდა ისეთი შემთხვევები, როცა ჩემი ასაკის შესახებ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებოდი, მაგრამ ამ დროს კარი ცხვირწინ იხურება ხოლმე, ეს კი მძიმე გამოცდილებაა”, _ ამბობს მსახიობი.