ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს ახალი მოადგილე ჰყავს. ამ პოზიციაზე საკრებულომ ნინო ჭანიშვილი გუშინ აირჩია.
ნინო ჭანიშვილის კანდიდატურა კოლეგებს საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ წარუდგინა.
ჭანიშვილი ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრია და მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელობს.