მიუხედავად რუსეთის მხრიდან მომდინარე აშკარა საომარი საფრთხისა, გერმანია, ჯერჯერობით არ აპირებს უკრაინას იარაღი მიაწოდოს. _ იუწყება Welt am Sonntag.
ამავე დროს, არ გააკრიტიკებს იმ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას აპირებენ.
ეს განცხადება გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ბრიტანეთმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დაიწყო.
“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ვითარების დეესკალაციისთვის. ამ დროს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება სასარგებლო არ იქნება”, _ თქვა ლამბრეხტმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანია მხარს უწერს უკრაინას, მაგრამ სხვა გზით _ ბერლინი მას მიაწვდის შესაბამისად აღჭურვილ საველე ჰოსპიტალს, რაც გერმანიას 5,3 მილიონი ევრო დაუჯდება
ამავე დროს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი დარწმუნებულია, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება სამხედრო ბალანსს დაარღვევს.