https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სად გადაიკვეთა ზელიმ-ხანისა და ქართველების გზები

13:00; 22.01.2022
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

ნატო ვაჩნაძის მამას, გიორგი ანდრონიკაშვილს, ინგუშეთის ნაზრანის ოლქის უფროსს, ზელიმ-ხანის დაჭერა დაავალეს. ვაჩნაძის მონაყოლით, მამამისი თურმე ფეხს ითრევდა, მაგრამ ერთი რუსი გენერლის ნათქვამმა,  – ზელიმ-ხანი დიდი ხნის დაჭერილი იქნებოდა, მასთან შებმის რომ არ შეშინებოდათო, – ანდრონიკაშვილს ექსპედიციაში წასვლა გადააწყვეტინა. გამგზავრების წინ მასთან სახლში უცნობი კაცი მისულა და უთქვამს: “ზელიმ-ხანის გამოგზავნილი ვარ, იგი გთხოვთ, ჩემ წინააღმდეგ ნუ გამოილაშქრებთო. მიბრძანა გადმოგცეთ, ქართველის სისხლის დაღვრა არ მინდაო”.

ნდრონიკაშვილმა თავისი არ დაიშალა და გაემგზავრა. სამხედრო გზაზე, ხეობაში ჩაუსაფრდა თურმე ზელიმ-ხანი და როგორც კი ანდრონიკაშვილი რაზმთან ერთად გამოჩნდა, პირველივე გასროლით მოკლა. როგორც ირკვევა, ზელიმ-ხანი ლამის ყველას წინასწარ აფრთხილებდა. ერთხელ თურმე ბანკს უნდა დასცემოდა და ხელისუფლებას აუწყა კიდევაც, იმათაც თითქოს ზომები მიიღეს, მაგრამ ზელიმ-ხანმა ბანკი მაინც გაძარცვა. ამით კი ის რუსებს ამცირებდა. არა მგონია, ანდრონიკაშვილის გაფრთხილება სინამდვილეს შეეფერებოდეს, რადგან ამ უკანასკნელმა დააპატიმრა და ფაქტობრივად, მძევლად აიყვანა ზელიმ-ხანის ოჯახი, რის გამოც ის ანდრონიკაშვილს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდა. როგორც ირკვევა, ზელიმ-ხანს ანდრონიკაშვილი თავად არ მოუკლავს. ეს უპირატესობა გადაულოცა ინგუშ თანამებრძოლს, რადგან ანდრონიკაშვილი ინგუშების ოლქის უფროსი იყო და არა ჩეჩნების. როცა მეფე ნიკოლოზ II-მ ანდრონიკაშვილის მოკვლის ამბავი გაიგო, გაბრაზებულა: ნუთუ ჩემს ოფიცრებში ისეთი არავინაა, რომ ზელიმ-ხანს ანდრონიკაშვილის სისხლი აზღვევინოსო! ბენიამენ დოლიძეს, რუსეთ-იაპონიის ომის გმირს, წმიდა გიორგის ჯვრის კავალერს და კანვოის წევრს უკისრია ამ ამბის შესრულება და უთხოვია მეფისთვის დაღესტნის ოლქში გადაყვანა. მცირე ყოყმანის შემდეგ მეფემ ნება დართო და დოლიძე დაღესტნის ცხენოსანი პოლკის როტრმისტრად დაინიშნა  (დოლიძე შესანიშნავი ცხენოსანი ყოფილა, მრავალი შეჯიბრების პრიზიორი, მათ შორის 1899 წელს მიღებული ჰქონდა 1100 რუბლი და ოქროს  სახელობითი ჟეტონი).

1911 წლის 15 სექტემბერს საინსპექციო კომისია რამდენიმე ინჟინრის თანხლებით გაემართა ტრასის შესამოწმებლად. იმის გამო, რომ საფრთხე იყო თავდასხმისა, ინჟინრებს მიჰყვებოდა დაღესტნის ცხენოსანთა პოლკის 12 რიგითი როტმისტრ დოლიძის მეთაურობით. საარქივო და საგაზეთო მასალების მიხედვით, დოლიძე მანამდეც შეხვედრია ზელიმ-ხანს – მან დააპატიმრა მისი თანამებრძოლები აიუბა და აბუბაკარი. თითქოს ზელიმ-ხანს ასევე გაუფრთხილებია ბენიამენ დოლიძეც – არ მოხვიდე, მოგკლავო.

როტმისტრ დოლიძეს მოუვიდა ცნობა, რომ ბოთლიხთან ზელიმ-ხანია ჩასაფრებულიო. ამიტომ მან დეპეშა გაუგზავნა ანდიისა და ვედენოს ოლქის უფროსებს, რათა გადაეკეტათ თავდამსხმელებისთვის უკან დასახევი გზა.

ყველა რიგითი გადაცმული იყო სამოქალაქო ტანსაცმელში და კომისიის წევრებთან ერთად იჯდა სამ ეტლში. ორი ვერსის გავლის შემდეგ კოლონა გააჩერა რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა, რომელთაც იარაღის ჩაბარება მოითხოვეს. რიგითები დოლიძეს შეეხმიანენ, როტმისტრი ჩამოხტა ურმიდან და სროლა აუტეხა დამხდურებს, მთიდან მაშინვე სროლით უპასუხეს. დოლიძის ხალხი უკანასკნელ ვაზნამდე იბრძოდა, მაგრამ ძალიან ცუდ პოზიციაში იმყოფებოდნენ და წარმოადგენდნენ იდეალურ სამიზნეს – ცამეტი კაციდან გადარჩა მხოლოდ მძიმედ დაჭრილი ორი რიგითი. ერთი ინჟინერი ტყვედ აიყვანეს, რომელიც შემდეგ გამოექცათ. თავდამსხმელებს დაეღუპათ ერთი კაცი. თურმე მოკლული დოლიძის ხმალი ზელიმ-ხანმა დაისაკუთრა.

ბენიამენ დოლიძე მეფის ბრძანებით დიდი პატივით დაკრძალეს სოფელ ამაღლებაში. ცხედარს დაღესტნის ცხენოსანი პოლკის დეპუტაცია ჩამოჰყვა. მეფის სახელით, კუბო ვერცხლის ფოთლებიანი გვირგვინით შეუმკიათ და მისი ნათესავის, კინორეჟისორ სიკო დოლიძის მოგონებით, ყველა ცდილობდა გვირგვინისთვის თითო ფოთოლი მოეტეხაო. მარმარილოს საფლავის ქვაზე წარწერა ამოტვიფრეს: `აქ განისვენებს გვამი გმირულად დაღუპული შტაბ-როტმისტრ ბენიამენ დოლიძისა (Здесь покоится прах героически погибшего штаб-ротмистра Бениамина Долидзе~).

როტმისტრის მოკვლის სანაცვლოდ კონტრიბუციის სახით ჩეჩნებს ასი ათასი რუბლი შეაწერეს. აღებული თანხის ნაწილი მთავრობამ დოლიძის მამას გადასცა, ნაწილი კი ინჟინრების ოჯახებს. საინტერესოა, რომ მრავალი წლის შემდეგ ამ ამბავს უცნაური გაგრძელებაც მოჰყვა: 1931 წელს, ფილმის `უკანასკნელი ჯვაროსნების~ გადასაღები ადგილების შესარჩევად სიკო დოლიძე თანაშემწეებთან ერთად გაემგზავრა ჩეჩნეთში.

ადგილზე რომ ჩავიდნენ, `ტაჩანკა~ დაიქირავეს და გზას გაუდგნენ. მოგზაურობის დროს ის ადგილი გაიარეს, სადაც დოლიძე მოკლეს და რეჟისორმა ეს ტრაგიკული ამბავი გაიხსენა, მეეტლე ჩეჩენი კი ყველაფერს ყურადღებით უსმენდა, რამდენჯერმე თურმე შეკითხვაც დაუსვა – მართლა თქვენი ნათესავი იყო მოკლული ოფიცერიო? როცა ადგილზე მივიდნენ, გამყოლი დაიქირავეს და ერთი ჩეჩნის სახლში დაბინავდნენ, სადაც მეორე დღეს გამყოლი უნდა მოსულიყო. იმ საღამოს მასპინძლები გულთბილად დახვდნენ, მაგრამ მეორე დღეს ყველაფერი კარდინალურად შეიცვალა: არც გამყოლი გამოჩნდა, მასპინძელიც იმალებოდა… ქართველებს ვერ გაეგოთ, რა ხდებოდა.

საღამოს კი მათ სამი მოხუცი ჩეჩენი ეწვია და სტუმრებთან გასაუბრება მოიწადინა. მაშინ გამოჩნდა მასპინძელი თავის უფროს ვაჟთან ერთად და საუბარს დაესწრო. მოხუცებმა გაიხსენეს ზელიმ-ხანის მიერ დოლიძის მოკვლა და ასიათასიანი კონტრიბუცია. `ახლა კი თქვენ ალბათ, როგორც ამ ოფიცრის ნათესავი, ზელიმ-ხანის მიერ დაღვრილი სისხლის ანაზღაურებას მოითხოვთ.

ჩვენ კი მეტი არაფერი შეგვიძლიაო~. დოლიძე სახტად დარჩა, იგი დიდხანს უხსნიდა მათ, რომ ანაზღაურება არაფერ შუაშია, რომ ის კინოს გადასაღებადაა ჩამოსული. მოკლედ, მთელი საკუთარი მჭევრმეტყველება გამოიყენა, რომ ისინი დაეჯერებინა. მოხუცები დიდხანს ჩუმად უსმენდნენ, თანხმობის ნიშნად თავსაც უქნევდნენ, მაგრამ არ დაუჯერეს და წავიდნენ. მასპინძელმა კი წინადადება მისცა მათ, ბინა დაეტოვებინათ. გადამღები ჯგუფის წევრები ქუჩაში აღმოჩნდნენ, მათ ყველა გაურბოდა. ბოლოს ქართულის მცოდნე ერთი ქისტის მეშვეობით ყველაფერი გაიჩარხა და ისინი ამ სოფელს დიდი ვაი-ვაგლახით მოსცილდნენ.

[sexy_author_bio]

ბენიამენ დოლიძეზელიმ-ხანი
გაზიარება5Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

12:10; 5 ივნისი, 2026
ისტორია

„კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

12:02; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ბედისწერამ თავისი გაიტანა

10:56; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ქართული ნაციონალიზმი

10:00; 3 ივნისი, 2026
ისტორია

როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

09:58; 3 ივნისი, 2026

ივანე ჩხაიძე: საქართველოში შეიძლება დაფიქსირდეს 20-25 ათასი ინფიცირება ერთ დღეში

თენგიზ ცერცვაძე: „ომიკრონი“ შედარებით მსუბუქია, მაგრამ მეტ სიკვდილიანობას იწვევს

ყველა სიახლე

ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026
ზაფრანი

რომელ 2 ნიშანს ელოდება დიდი ცვლილებები ხანგრძლივი სტრესული პერიოდის შემდეგ? – ასტროლოგების პროგნოზი

9:44; 13.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

8:50; 13.09.2026
სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
0

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო