ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომას კამათის და დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიუღებელი აღმოჩნდა საკრებულოს თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თათია ნიკოლაიშვილის თქმით, როდესაც ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია და ამ დროს ხდება ხელფასების მატება საჯარო სექტორში, ეს არის არასწორი ქმდება. მან სხდომაზე კითხვით მიმართა ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას.
თათია ნიკოლაიშვილი: “წარმოუდგენელი უსამართლობა არის ახლა ხელფასების ზრდა. უბრალოდ, მაინტერესებს, რამდენად ადეკვატურია და სწორად მიგაჩნიათ, როდესაც ოზურგეთში 3 000 სოციალურად შეჭირვებული ცხოვრობს ხელფასების მატება. 15 000 პენსიონერი გყავს ოზურგეთში, რომლებიც საჭიროებენ მედიკამენტებს. მე არ ვარ წინააღმდეგი ხელფასების მატების, მაგრამ დამლაგებელს რამდენი აქვს ხელფასი, იცით? და ამის ფონზე, რომ ხდება ხელფასების ზრდა არასწორია. თქვენ იცით, რამდენად არის გაზრდილი წლის განმავლობაში მედიკამენტების ფასი? _ მიმართა საკრებულოს წევრმა საკრებულოს თავჯდომარეს.
დავით დარჩია: თქვენზე კარგად ვიცით…
თათია ნიკოლაიშვილი: არ გაინტერესებს ანუ ფეხებზე ჰკიდიათ?
“გაითვალისწინეთ და შემდეგში მსგავსი ტერმინებით არ ისაუბროთ. საკუთარ თავს ეცეთი პატივი“ – უთხრა “ქართული ოხნების” დეპუტატმა ქეთი ვასაძემ თათია ნიკოლაიშვილს
“ეს ყველაფერი დემაგოგიას ემსაგვსება. ბატონმა ლავრენტიმ უკვე კარგად ახსნა, რატომ ხდება ხელფასება მატება (“საჯარო მოხელეების სივრცე მოექცა ძლიერი კონკურენციის მარწუხებში“ – ლავრენტი ბიგვავა – (gurianews.com), _ თქვა დათო დარჩიამ და ამის შემდეგ მესამე საკითხი ხელფასების მატებასთან დაკავშირებით საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კი დარბაზი პროტესტით ნიშნად დატოვეს.
ამ საკითხის დამტკიცებამდე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და “ქართული ოცნების“ წევრებს შორის შელაპარაკება მოხდა.
“ადამიანი რომ მუშაობს და შრომობს, რა არის გასაკვირი თუ კი ხელფასი მოემატა, თქვე მაიმუნებო, წერა-კითხვის უცოდინრებო“, _ თქვა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნუგზარ სარჯველაძემ.
“თქვენ ასლან აბაშიძის დროს იყავით მისი პარტიის წევრი და არაფერი მიკვირს თქვენგან“, _ უპასუხა სარჯველაძეს დათო მჟავანაძემ.
დათო მჟავანაძემ ასევე დააყენა საკითხი, რომ მომხადარიყო 2022 წლის ივნისამდე ხელფასების მატება და გაზრდილიყო საბავშვო ბაღის თანამშრომლების და მეეზოვების ხელფასები.
ქეთევან ხომერიკმა დათო მჟავანაძეს უპასუხა: “ღირსეულად გვყავს ჩვენ ბაღის ყველა თანამშრომელი. თქვენ ხართ ჯამბაზები.“
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, ასევე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ უპასუხა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ.
მისი თქმით, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ 2021 წლის ბოლოს სხდომაზე განაცხადა, რომ ბაღების თანამშრომელის ხელფასების მატება განსაზღვრულია 2022 წლის ბიუჯეტში.
[sexy_author_bio]