ზამთრის არდადეგების შემდეგ ჩოხატაურის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა.
ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულება ,,მომავალის“ ხელმძღვანელმა ნინო ბარამიძემ “გურია ნიუსს” განუცხადა, რომ დღეს საბავშვო ბაღებში 96 აღსაზრდელი მივიდა.
“მუშაობა აღდგა ყველა ბაღში. დიდთოვლობას ხელი არ შეუშლია. გზა გათოვლილი იყო ყველგან. მივიტანეთ პროდუქტი. დღეს გამოცხადდა 96 აღსაზრდელი. ყველა თანამშრომელმა ვერ შეძლო გამოცხადება. სხვადასხვა ბაღის 5 აღმზრდელს აქვს კორონავირუსი დადასტურებული და იზოლაციაში არიან”,_ ამბობს ბარამიძე.