რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფის შეხვედრა ფუტსალში, სადაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბოსნია 2:1 დაამარცხა და თითქმის გაინაღდა ჯგუფიდან გასვლა. რაც ძალიან კარგი შედეგია დებიუტანტი ნაკრებისთვის.
ჩვენებს ორიდან ორი მოგება აქვთ და თუ დღეს, მოგვიანებით ესპანეთი (რომელიც ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია) არ წააგებს აზერბაიჯანთან ჩვენი ნაკრები პლეი-ოფს ითამაშებს.
ესპანეთი და აზერბაიჯანის ნაკრებების დაპირისპირება 23:30 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრებს კი შემდეგი მატჩი 29 იანვარს ელის ესპანეთთან.
[sexy_author_bio]