ვერძი
ამ ნიშნის წარმომადგენლები იღწვიან ცხოვრებაში ყველაფერი სრულყოფილისკენ. ისინი საკმაოდ ჯიუტები და მიზნის მიღწევისას ბევრ რამეზე წამსვლელები არიან. უყვართ ბევრი მუშაობა და არ ეშინიათ წინაღობების, ამიტომ მათი შიში მხოლოდ დამარცხებასთან არის დაკავშირებული, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ არ დამარცხდნენ.
კურო
კუროს აბსოლუტური ბედნიერება შეიძლება ერთი სიტყვით დახასაითდეს – სტაბილურობა. ადამიანებს, რომლებსაც მფარველობს ეს ნიშანი, მნიშვნელოვანია არამარტო დასახული მიზნების განხორციელება, არამედ მიღებული პრივილეგიების შენარჩუნებაც. შესაბამისად კუროებს ყველაზე მეტად ეშინიათ ცვლილებების, ვინაიდან ეს მათ კომფორტსა და სიმშვიდეს საფრთხეს უქმნის.
ტყუპები
ყველაზე რთული ტყუპებისთვის რთული გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებაა. ისინი მუდამ ორჭოფობენ, ვინაიდან ეშინიათ არასწორი ქმედებების განხორციელების. ამიტომაც არის რომ ისინი ჰაერის სტიქიის დელეგატებად ითვლებიან და ეშინიათ მომავლისკენ გახედვის.
კირჩხიბი
ამ ნიშნის წარმომადგენლები მგრძნობიარენი არიან. ნებისმიერი ქმედებაც კი არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება პირადში თუ სამსახურში გულთან ახლოს მიაქვთ. მათ ხშირად ჰგონიათ რომ კოლეგები და მეგობრები თავს ესხმიან და არ აფასებენ შესაბამისად მთავარი ფობია თავისი მისამართით კრიტიკის მოსმენაა.
ლომი
ამ ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის უპირობოდ ავტორიტეტი მნივშვნელოვანია ერთი შეხედვით, თუმცა ეს ასე არ არის. მთავარი ღირებულება ლომისთვის ეს მისი “გვირგვინი” კი არა თავისუფლებაა. ღამის კოშმარი სამეფო პერსონისთვის – რაიმეზე ან ვინმეზე დამოკიდებულებაა.
ქალწული
ამ ნიშნის დაბადებულებისთვის იმის გაფიქრებაც კი რომ შესაძლოა რაიმე გაფუჭდეს მათ ცხოვრებაში უკვე შიშს წარმოქმნის. ეს ეგოიზმით კი არა ზედმეტი სენტიმენტალობით არის განპირობებული. ბავშვობაში პატარა ქალწულები თავიანთი სათამაშოების მიმართ უფრო მეტ სიყვარულს გამოხატავდნენ ყოველთვის, მათ დღემდე სჯერათ რომ ნივთებს სული აქვთ, ხოლო მისი დაზიანების შემთხვევაში ტანჯვა გარანტირებულია
სასწორი
მგრძნობიარე სასწორები ყოველთვის შექებასა და ქმედების მოწონებას ელოდებიან. მათ ეშინიათ შენიშვნებისა და ცუდი გამოხმაურებების. ისინი ცდილობენ მთელი ძალ-ღონით ადამიანზე კარგი შთაბეჭდილების შექმნას და ძალიან განიცდიან თუკი შეუმჩნეველი რჩებიან.
მორიელი
მორიელი ერთი შეხედვით თავმომწონე ჩანს, სინამდვილეში აწეული ცხვირის უკან იმალება საკუთარი თავისადმი თავდაჯერებულობის ნაკლებობა, წარუმატებლობისკენ მიზიდულობა. ეშინია რომ ერთ დღესაც მათ საიდუმლოს ფარდას ახდიან, ამის თავიდან ასარიდებლად კი საკუთარ თავში ჩაკეტვას ამჯობინებენ.
მშვილდოსანი
“ყველაფერს რასაც იტყვით, თქვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.” მშვილდოსნების დევიზი დეტექტიური ფილმის ფრაზებს ჰგავს. საზოგადოებაში თავს მკაცრებაც, ცივებად და ოდნავ განზე მდგომებად წარმოაჩენენ. ასეთია მათი სტრატეგია – არავითარ შემთხვევაში არ დაანახო შენი სისუსტე.
თხის რქა
ამ ნიშნით დაბადებულებზე მეტად მიზანდასახულები და ამბიციურები ალბათ არ არსებობენ. ოლიმპისკენ სწრაფვაში გზიდან გადახვევისა და მარცხის შიში ყველაზე მეტად თხის რქებს აქვთ.
მერწყული
ცნობილი იპოქონდრიკები სწორედ მერწყულები არიან. ამიტომ ამ ნიშანს შიშები დაავადებებთან აქვს გამძაფრებულად. მათ ურჩევნიათ ექიმთან ვიზიტი დროზე ადრე, მანამ სანამ “არ იქნება გვიანი”.
თევზები
თევზები პანიკაში ვარდებიან იმის წარმოდგენაზე რომ შესაძლოა ახლობლების მხარდაჭერის გარეშე აღმოჩნდნენ. მარტოობის თემა მათი სისუსტეა. მათთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ საყვარელი ადამიანი მხარში უდგას და მისი მყარი დასაყრდენი იქნება.
[sexy_author_bio]