სოციალური მედიის გიგანტ Facebook-ის 18-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ყოველდღიური მომხმარებელთა რაოდენობა პირველად დაეცა – ამის შესახებ BBC წერს.
Facebook-ის დედა კომპანიის Meta Networks ინფორმაციით, 2021 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ბოლომდე მონაცემებით, წინა კვარტალთან შედარებით, Facebook-ის ყოველდღიურად, აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა 1,930 მილიარდიდან 1,929 მილიარდამდე შემცირდა.
როგორც BBC წერს, ისეთი ქსელების კონკურენციის პირობებში, როგორებიც TikTok-ი და YouTube-ია, შენელებულია კომპანიის შემოსავლების ზრდის ტემპი.
სოციალური მედიის გიგანტმა Facebook-მა 18-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად დაინახა მისი ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების (DAU) შემცირება.
მედია კომპანია წერს, რომ Meta-ს აქციები, ნიუ-იორკში, სამუშაო საათების შემდგომ ვაჭრობაში 20%-ზე დაეცა. Meta-ს აქციების ფასის კლებით, კომპანიამ საოფნდო ბირჟაზე, დაახლოებით 200 მილიარდი დოლარი (147,5 მილიარდი ფუნტი) დაკარგა.
ასევე გაფართოებულ ვაჭრობაში, მკვეთრად დაეცა სხვა სოციალური მედიის პლატფორმების აქციები, მათ შორის Twitter, Snap და Pinterest.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის თქმით, ახალგაზრდების დიდი ნაწილი Facebook-იდან Twitter-ზე, Snap-სა და Pinterest-ზე გადაერთო.