ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მზიანში, (ასკანის თემი), საბავშვო ბაღის შენობაში გაჩენილი ხანძარის შესახებ, თუ რა სახია ზიანი გაჩნდა და რა იყო აალების მიზეზი, „გურია ნიუსთან“ კომენტარი გააკეთა სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორმა მაკა ჭყონიამ:
„ასკანის თემის სოფელ მზიანის საბავშვო ბაღში ცეცხლი შეშის ღუმელის გარე მილიდან, აალების შედეგად გაჩნდა. დაზიანდა ბაღის სახურავის მცირე ნაწილი. ადგილზე დროულად მოსულმა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ჩაქრობა შეძლეს. ხანძრის დროს, შენობიდან დროულად მოხდა საბავშვო ბაღის 14 აღსაზრდელის გაყვანა,“ _თქვა მან.
მაკა ჭყონიამ ასევე გვითხრა, რომ ხანძრის დროს არავინ დაშავებულა და ადგილზე მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკა ბოლქვაძე მივიდა.
[sexy_author_bio]