კურო
მიწის პირველი ნიშანია, სტაბილურობისა და სიმშვიდის მოყვარული. კუროს საშინლად არ უყვარს შეჩვეული ადგილის ცვლა. ამიტომ, სადაც “გაიდგამს ფესვებს” იქაურობას საკუთარი ნებით იშვიათად დატოვებს ასეთი ადამიანი. როგორც იტყვიან “შეჩვეული საძოვრები ურჩევნია, შეუჩვეველ იალაღებს”.
კუროს სიყვარულს საკუთარი კერის მიმართ ზუსტად ეს სტაბილურობის მოთხოვნილება განაპირობებს. მას უყვარს ყველაფერი ის, რასაც შეეჩვევა – დაწყებული რკინის, ჭრიჭინა საწოლით, დამთავრებული ეზოში ჟასმინის ბუჩქითა და ბავშვობაში დედის ნაჩუქარი წითელი ჩაის ჭიქით.
კურო სიძველეების მოყვარული არ არის, ის უბალოდ შეჩვეულის მოყვარულია. ამიტომაც ხდება ისე, რომ კურო იშვიათად ტოვებს საკუთარ ოჯახს და თუ მაინც უწევს მსგავსი ნაბიჯის განხორციელება, ოჯახისგან მოშორებით იგი თავს არცთუ ბედნიერად იგრძნობს.
[sexy_author_bio]