მოსკოვში ჩასულმა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუს ექიმებს PCR ტესტის გაკეთებაზე უარი უთხრა. ამის შესახებ dw წერს.
როგორც გამიცემა იუწყება, შოლცმა PCR ტესტი გერმანიის საელჩოში გაიკეთა. რუსეთის მხარეს კი ტესტირებაზე დასწრება შესთავაზა. კანცლერმა, დელეგაციის წევრებმა და ჟურნალისტებმა – დაახლოებით 50-მა ადამიანმა, გერმანიის დატოვებამდე PCR ტესტი სამჯერ გაიკეთა.
როგორც dw წერს, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ გერმანიის კანცლერმა უარი თქვა ტესტის გაკეთებაზე, რის გამოც, მისი თქმით, კანცლერის ვიზიტისას დისტანციის მკაცრი წესები იქნება დაცული.
“ისინი ჩვეულებრივზე დიდ მანძილზე იქნებიან დაშორებული, თუმცა ეს არანაირად არ ცვლის შეხვედრის ბუნებას, შინაარსა და ხანგძლივობას”,– განაცხადა პრესპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა, შეხვედრამდე ემანუელ მაკრონმაც უარი განაცხადა COVID-19-ის რუსულ ტესტის გაკეთებაზე, რომლის გამოც დაცული იყო მკაცრი 4 მეტრიანი დისტანცია შეხვედრებისას.
[sexy_author_bio]