ლანჩხუთში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 114 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს”ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
“ახალი შემთხვევების ცოტათი კლება შეინიშნება, თუმცა ტესტირებაზე მოსული მოსახლეობის ნახევარს უდასტურდება. ძალიან ბევრია განმეორებით ინფიცირების შემთხვევები. ვისაც სხვა შტამი ჰქონდა მოხდილი, ახლა ომიკრონიც ემართებათ”,_ ამბობს მენაღარიშვილი.
ლანჩხუთში სულ არის დაფიქსირებული კოვიდინფიცირების 9742 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 8856 პაციენტი, გარდაცვლილია 81. ამ დროისთვის აქტიურია 805 შემთხვევა.
[sexy_author_bio]