კემბრიჯის უნივერსიტეტი ატარებს საერთაშორისო გამოცდებს მასწავლებლებისთვის და აფასებს მათ სწავლების ხარისხსა და შესაძლებლობებს. გამოცდაზე საკმაოდ მაღალი ქულაა საჭირო იმისთვის, რომ აპლიკანტმა აიღოს მაღალი დონის სერტიფიკატი და გახდეს კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ სერტიფიცირებული პედაგოგი ინგლისურ ენაში.
დღეს, ცნობილი გახდა, რომ ქალაქ სამტრედიის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგმა, ნინო სტურუამ მოიპოვა კემბრიჯის უნივერსიტეტის მაღალი დონის სერტიფიკატი და გახდა უდიდესი ინგლისურენოვანი უნივერსიტეტის მიერ სერტიფიცირებული ქართველი პედაგოგი.
ნინო სტურუა ასევე არის კლუბ “Speaking”-ის დამფუძნებელი, რომელიც ზრუნავს მოსწავლეებზე, რთავს მათ საერთაშორისო პროექტებში და ეხმარება უცხოური ენის დახვეწაში.
“გურია ნიუსი” ულოცავს ნინო სტურუას წარმატებას და პროფესიულ წინსვლას უსურვებს.