უკრაინამ ოფიციალურად მიმართა თურქეთს, რომ დაკეტოს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსული სამხედრო გემებისთვის. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთში ვასილ ბოდნარმა დღეს ანკარაში უკრაინის საელჩოში გაკეთებულ განცხადებაში განაცხადა. ინფორმაციას Ukrinform ავრცელებს.
“ახლა მთავარია უკრაინის მხარდაჭერა. მოვუწოდებ თურქ ხალხს და თურქეთის ხელისუფლებას, დაეხმარონ უკრაინას. მოვუწოდებთ დაიხუროს საჰაერო სივრცე, ჩაკეტოს ბოსფორისა და დარდანელის გავლით რუსული ხომალდებისთვის გადასასვლელი. ოფიციალური მოთხოვნა გაგზავნილია თურქულ მხარისთვის“ ,– განაცხადა ბოდნარმა.
ელჩმა, ასევე მოუწოდა ანკარას სანქციების დაუწესოს რუსეთს და გაყინონ მათი აქტივები თურქეთში, ასევე, თავიდან აიცილონ რუსეთი ომისთვის ფულის გამომუშავება.
ელჩმა თურქულ მხარეს გააცნო უკრაინაში უახლესი ვითარება და რუსეთის ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის, ქვეყანაში საომარი მდგომარეობის დაწესებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შესახებ.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია თავდაცვის იარაღის სამხედრო მხარდაჭერა, ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა. მოვუწოდებ, დავეხმაროთ იმ უკრაინელ მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან თურქეთის ტერიტორიაზე და საჭიროებენ დამატებით დახმარებას და დაცვას” ,- განაცხადა ელჩმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა.