ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით ოთხი ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. ამის შესახებ Facebook-ზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ვალერი ზალუჟნი წერს.
მისი ინფორმაციით, რაკეტები უკრაინის სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით იყო გაშვებული. მსხვერპლის ან შესაძლო ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა.
[sexy_author_bio]