უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა, არიან დაჭრილებიც. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა.
აფეთქებების ხმა ისმოდა დიდ ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქ კიევში, ხარკოვსა და ოდესაში.
უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა დაარტყეს სამხედრო აქტივებს და სხვა თავდაცვითი ობიექტებს, ხოლო უკრაინელი მესაზღვრეების მიერ გავრცელებულ კადრებში ნაჩვენებია რუსული სამხედრო მანქანების ყირიმის საზღვარზე გადაადგილება.
სხვდასხვა ქვეყნის ლიდერები რუსეთს საომარი ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.