თურქეთი რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას ცდილობს. ამის შესახებ სააგენტო anadolu-ს ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა.
თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინაში დაღუპულთა გამო მწუხარება გამოთქვა, დაჭრილებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო ინტერვენციის ბრძანება ხუთშაბათს გასცა.