ukrinform-ის ინფორმაციით, დონეცკის რეგიონზე ავიაიერიში გახორციელდა. საჰაერო დარტყმებს სართანას დასახლებაში 4 მოქალაქე ემსხვერპლა.
„დღეს ოკუპანტებმა სოფელ სართანაზე საჰაერო იერიში მიიტანეს. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ოთხი ადამიანი და დაიჭრა ცხრა, მათ შორის ერთი ბავშვი“, – ნათქვამია განცხადებაში.