საქართველოს დედაქალაქში უკრაინის მხარდამჭერმა აქციამ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ყურადღება კიდევ ერთხელ მიიქცია.
ამჟამად ზელენსკიმ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც თბილისში რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზეა გადაღებული.
შეგახსენებთ, რომ გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის და აღნიშნა, რომ ზოგჯერ მოქალაქეები ხელისუფლებას ჯობნიან.