Anonymus -მა რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც პუტინს მიმართავს და აფრთხილებს, რომ თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო აგრესიას არ შეწყვეტს, მაშინ სახელმწიფო ვებსაიტების დაჰაკვას განაგრძობს.
“მსოფლიო მოქალაქეებო, ეს გზავნილია ვლადიმერ პუტინისთვის ანონიმუსისგან. ბატონო პუტინ, აგრესია უკრაინის მიმართ იმის დასტურია, რომ თქვენ არ სცემთ პატივს, ადამიანთა უფლებებს. ბოლო რამდენიმე დღეა, რაც სრულ მასშტაბიანი აგრესია მიმდინარეობს. სამოქალაქო უბნები დაიბომბა და უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ. ლტოლვილები გარბიან და მოქალაქეები იძულებული არიან უკრაინის ხელისუფლების დავალებით იარაღი აიღონ ხელში.
ეს ძალიან ცუდი სიტუაციაა ყველა გაგებით და ამის გამჩაღებელი თქვენ ხართ. მთელი მსოფლიო ხედავს თქვენი პროპაგანდის მიზანს. ანონიმუსის წევრებმა კიბერ ომი გამოუცხადეს თქვენს აგრესიულ რეჟიმს და გასულ რამდენიმე დღეში ბევრი სამთავრობო ვებგვერდი გაითიშა. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია და მალე თქვენ მსოფლიო ჰაკერების რისხვა დაგატყდებათ თავს. ბევრი მათგანი, ალბათ თქვენსავე ქვეყანაში ცხოვრობს, თქვენი საიდუმლოებები უსაფრთხოდ ვეღარ იქნება და შესაძლოა, თქვენი მთავრობის დაცული გვერდებიც გაიტეხოს.
ახლა უკრაინაში შეჭრით, საქართველოსა და ყირიმში წინა შეჭრა აჩვენებს თქვენს სტრატეგიას, რომ გსურთ იმ ტერიტორიების მიერთება, რომელიც ადრე საბჭოთა კავშირში შედიოდა. საბჭოთა კავშირი დიდ ხნის წინ დაინგრა და მსოფლიოს არ დაავიწყდება ამ რეჟიმის სისასტიკე. ამ ომს თქვენ ვერ მოიგებთ, რა ძლიერიც არ უნდა გეგონოთ საკუთარი თავი. ჩვენ ვართ ანონიმუსი, ჩვენ ვართ რეგიონი, გველოდეთ”- ნათქვამია გავრცელებულ მიმართვაში.
[sexy_author_bio]