უკრაინის ქალაქებში მიმდინარე ინტენსიური ბრძოლების შედეგად დაღუპული და დაშავებულია 240 მშვიდობიანი მოქალაქე, – ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა მინიმუმ 64-ია.
გაერომ ასევე განაცხადა, რომ 160 000-ზე მეტი უკრაინელი ახლა იძულებით გადაადგილებულია და ცდილობს ქვეყნის საზღვრები დატოვოს.
უკრაინის მთავრობის შეფასებით, რუსეთის შეჭრამ, შესაძლოა, ხუთი მილიონი ადამიანი ლტოლვილად აქციოს.