ხარკოვში შეჭრილი ოკუპანტების ჯავშანტექნიკისა და სამხედროების ნაწილი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას pravda უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოც, სადაც ჩანს თუ როგორ იწვის რუსული GAZ “Tigr” ტიპის ჯავშანტექნიკა
როგორც გამოცემა წერს, ადგილობრივი პოლიციის უფროსის, ვოლოდიმირ ტიმოშკოს თქმით, ამ დროისთვის ქალაქში მტრის მცირერიცხოვანი დაჯგუფებაა დარჩენილი.
Pravda ცნობით, ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, თუ ქუჩებში რუს სამხედროებს ან ოკუპანტების ტექნიკას დაინახავენ, დაუყოვნებლივ შეატყობინონ მათი ადგილსამყოფელი უკრაინულ არმიას.
[sexy_author_bio]