,,PSP უკრაინაში 200 000 ლარის მედიკამენტებს უსასყიდლოდ აგზავნის“, – ამის შესახებ წერს ფარმაცევტული კომპანია FACEBOOK – ზე.
,,𝐏𝐒𝐏 სოლიდარობას უცხადებს უკრაინას!
უკრაინელი ხალხისთვის გასაგზავნად 𝟐𝟎𝟎 𝟎𝟎𝟎 ლარის მედიკამენტები და პირველადი დახმარებისთვის საჭირო ნივთები უსასყიდლოდ გადავეცით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს – ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
დიდება გმირებს! დიდება უკრაინას!“ – წერს კომპანია.