ცნობილი ხდება, რომ 6 მარტს კრემლის სასახლეში 8 მარტისთვის მიძღვნილი კონცერტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას რუს არტისტებთან ერთად, რუსეთში მოღვაწე ქართველი მუსიკოსებიც მიიღებენ. ინფორმაციას რუსული გამოცემა „ინტერმედია რუ“ ავრცელებს.
ცნობილ მუსიკოსებს შორის არიან სოსო პავლიაშვილი, თამარ გვერდწითელი, ჯგუფი „ა სტუდიო“, ასევე, ნიკოლაი ბასკოვი, სტას მიხაილოვი, ვალერი ლეონტიევი, ალსუ, ოლგა ბუზოვა, შურა, იგორ კრუტოი და სხვები.
კონცერტი სახელწოდებით „ყველა ვარსკვლავი საყვარელი ქალისთვის“, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად, მაინც ტარდება.