,,უკვე ცხადია – უკრაინა არასდროს იქნება გამარჯვება პუტინისთვის.“ – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
,,პუტინმა უკვე აქცია ორი მილიონი უკრაინელი დევნილად. შესაძლოა, რუსეთმა საშინელ ფასად გააგრძელოს წინსვლა, თუმცა, უკვე ცხადია – უკრაინა არასდროს იქნება გამარჯვება პუტინისთვის. პუტინს შეუძლია აიღოს ქალაქი, მაგრამ ის ვერასდროს შეძლებს ქვეყნის აღებას. თუ ჩვენ დღეს არ ვუპასუხებთ პუტინის თავდასხმას საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობაზე, ხვალ თავისუფლებისა და ამერიკელი ხალხისთვის საფასური კიდევ უფრო დიდი იქნება.“ – თქვა ბაიდენმა.
[sexy_author_bio]