უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის გამო, კომპანიები : McDonald’s-ი, KFC , Coca-Cola, PepsiCo და Starbucks-ი, რუსეთში თავიანთი პროდუქციის გაყიდვებს აჩერებენ.
როგორც BBC წერს, კოკა-კოლა რუსეთში ბიზნეს საქმიანობას აჩერებს.
“ჩვენი გულები იმ ადამიანებთანაა, ვინც უკრაინაში არაკეთილსინდისიერი შეჭრის შედეგებს განიცდიან” – წერია კომპანიის განცხადებაში.
Bloomberg-ი წერს, რომ McDonald’s-ის ქვეყანაში ყველა, 847-ვე რესტორანი დახურა, სადაც 62 000-მდე ადამიანია დასაქმებული.
კომპანია 62 ათასი თანამშრომლისთვის ხელფასის გადახდას გააგრძელებს. McDonald’s-ის ხელმძღვანელი, კრის კემპჩინსკი აღნიშნავს, რომ რესტორნების დახურვა სწორი ნაბიჯია.
reuters ინფორმაციით, KFC-ის მშობელი კომპანია, Yum Brands, რომელიც KFC-ის 1 000-მდე, Pizza Hut-ის 50-მდე რესტორანს ფლობს, რუსეთში ინვესტიციას წყვეტს.
“მანამ სანამ განვიხილავთ ყველა სხვა ალტერნატივას, ჩერდება რუსეთში ყველა ინვესტიცია და რესტორანთა განვითარების მცდელობები”. – განმარტა კომპანიამ.
თუმცა, Yum-ს არ დაუკონკრეტებია, შეეცდება თუ არა შეზღუდოს ან შეაჩეროს რუსეთში მოქმედი რესტორნების ოპერაციები.
მთლიანობაში, KFC International-მა გახსნა 2 400-ზე მეტი რესტორანი 2021 წელს. რუსეთში კომპანია ყოველწლიურად ხსნიდა დაახლოებით 100 ახალ რესტორანს და ელოდა, რომ მომავალში გააგრძელებდა გაფართოების მსგავს სტრატეგიას.
ასევე რუსეთს კომპანია Starbucks ქვეყნის მასშტაბით არსებულ ყველა კაფეს დახურავს.
რუსეთის ბაზრიდან კომპანია “პეპსიც” გადის. ინფორმაციას უკრაინული და რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ. აიკრძალება კომპანიის სასმელების გაყიდვა, თუმცა ჯერჯერობით გაგრძელდება რძისა და ბავშვთა კვების პროდუქციის გაყიდვა.
[sexy_author_bio]