ბრიტანული ჰუმანიტარული ორგანიზაციის, Save The Children-ის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე ქვეყანა ორმა მილიონმა ლტოლვილმა დატოვა, მათ შორის კი 800 000 ბავშვია.
გაეროს უახლესი მონაცემებით, ევროპის სხვა ქვეყნებმა მიიღეს 210,240 ლტოლვილი.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ბავშვების დიდი ნაწილი უკრაინის საზღვრამდე გზას მარტო, თანმხლები პირის გარეშე გადის. უკრაინელი ლტოლვილების უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან .
“მშობლები თავიანთი შვილების დასაცავად ყველაზე სასოწარკვეთილ, გულისმომკვლელ ზომებს მიმართავენ. მათ შორის, უკრაინის გარეთ უსაფრთხო ადგილის მოსაძებნად შვილებს მეზობლებთან და მეგობრებთან ერთად გზავნიან, თავად კი საკუთარი სახლების დასაცავად რჩებიან”. – ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი, ირინა საგოიანი.
ომის დაწყების შემდეგ ლტოლვილების დიდი რაოდენობა მიიღო მეზობელმა ქვეყნებმა: უკრაინიდან 1,2 მილიონი ლტოლვილი პოლონეთში წავიდა, უნგრეთმა მიიღო 191 300-ზე მეტი ადამიანი, ხოლო 140 740 წავიდა სლოვაკეთში.
[sexy_author_bio]