მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა რუსეთთან ურთიერთობა შეწყვიტა. მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობა კონგლომერატებთან, რომლებსაც ოლიგარქები მართავენ. ამის შესახებ POlitico-ს WEF-ის წარმომადგენელმა ამანდა რუსომ განუცხადა.
გამოცემა წერს, რომ კრემლის მიერ მხარდაჭერილი კვლევითი ცენტრი მოსკოვში და მრჩეველთა საბჭო, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ეკონომიკური მრჩეველი ხელმძღვანელობს, ასევე ტორპედირებულია.
კრემლის მიერ მხარდაჭერილი კვლევით ცენტრის და მრჩეველთა საბჭოს მუშაობა, რომელსაც ვლადიმერ პუტინის ეკონომიკური მრჩეველი ხელმძღვანელობს, ასევე შეჩერებულია.
“ჩვენ აღარ გვაქვს ურთიერთობა სანქცირებულ პირებთან და გავყინეთ ყველა ურთიერთობა რუსულ სუბიექტთან”, – თქვა ეკონომიკური ფორუმის წარმომადგენელმა.
გამოცემამ ასევე აღნიშნა, რომ დავოსში შამპანურის და ხიზილალის დღეები დასრულდა.