უკრაინის შეიარაღებული ძალები და ტერიტორიული თავდაცვა აკავებენ რუსი დამპყრობლების შეტევითი ოპერაცია ყველა მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას ukrinform ავრცელებს.
„უკრაინის თავდაცვის ძალები იგერიებენ და აჩერებენ რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევითი ოპერაციას ყველა მიმართულებით. მთელი დღის განმავლობაში უკრაინის დამცველები პოლისიისა და ვოლინის მიმართულებით აიძულებდნენ მტერს უკან დაეხია მათთვის არახელსაყრელ ადგილებში. ჩრდილოეთის მიმართულებით განთავისუფლდა დასახლება ბაკლანოვა მურავიიკა. კიევის დამცველები მტკიცედ იცავენ თავიანთ ადგილს და იცავენ ქალაქის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. რუსი ოკუპანტები შეჩერებულია ყველა მიმართულებით, ხოლო რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა ცოცხალი ძალის, იარაღისა და ტექნიკის მხრივ“, – ნათქვამია უკარინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.