ცნობილმა მსახიობმა ჯეისონ მომოამ მკაცრი საზღვრები დააწესა იმის შესახებ, მისი მონაწილეობით რომელი ფილმის ნახვის უფლება აქვთ მის შვილებს.
ჯეისონ მომოას ლიზა ბონეტისგან ორი შვილი ჰყავს და მან ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი 14 და 12 წლის შვილებს მამის მხოლოდ ბოლო პერიოდის ნამუშევრების ნახვის უფლება აქვთ.
„მათ ბევრი ფილმი აქვთ ნანახი, რომლებშიც მამა მონაწილეობს. თუმცა ჩემი ადრეული ნამუშევრების ნახვის უფლება არ აქვთ. პრობლემა არ იქნება, თუ „Dune“-ს ან „Sweet Things“-ს უყურებენ, მაგრამ სერიალ „მაშველების“ ნახვა სასტიკად აკრძალულია”, – განაცხადა ჯეისონ მომოამ.
მსახიობის თქმით, შვილები სუპერგმირების შესახებ ფილმებსაც თავისუფლად უყურებენ. მომოას შვილები „Justice League“-ისა და „Aquaman“-ის გადასაღებ მოედანს ხშირად სტუმრობდნენ და ფილმის ინვენტარით თამაშის უფლებაც ჰქონდათ.
[sexy_author_bio]