ემოციები მძალავს, რადგან უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა, უნდა შესრულდეს ყველაფერი, რითაც შეიძლება, მხარში ამოვუდგეთ ამ ადამიანებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, უკრაინელი ხალხისთვის სოლიდარობის ნებისმიერი გამოხატულება მნიშვნელოვანია.
„პირადად მე დაკავებული ვარ იმით, რომ ვაკეთებ ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზებას. რაც შეეხება სახელმწიფო ვიზიტებს, ამის მიზანშეწონილობასა და გეგმებზე შესაბამისი ადამიანები გააკეთებენ კომენტარს. 2014 წელს, როცა შემეძლო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, როცა ჯანდაცვის მინისტრი ვიყავი, პირველი იყო საქართველოს დელეგაცია და პირველი ვიყავი მე, ვინც ჩავედი უკრაინაში. ახლაც უნდა შეფასდეს პოლიტიკური მიზანშეწონილობა და ვფიქრობ, ამით არის დაკავებული მთავრობა და პარტიული ლიდერშიპიც“, _ განაცხადა დავით სერგეენკომ.