თითქმის ერთი კვირაა დროგამოშვებით თოვს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. თოვა ამ წუთებშიც გრძელდება.
თოვლის საფარი ერთ მეტრამდე აღწევს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში.
ფოტოები, რომელსაც “გურია ნიუსი” გთავაზობთ, ჩხაკოურიდან ჯემალ ბერიძემ მოგვაწოდა.
შეგახსენებთ, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გურიაში უამინდობა თვის ბოლომდე გასტანს.