საქართველოს მესამე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, ჩავიდეს უკრაინაში ისე, როგორც ამას სხვა ქვეყნების ლიდერები აკეთებენ:
“მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, მიბაძოს სხვა ქვეყნების ლიდერებს, ვინც კიევში ჩავიდა. ჩაფრინდეს პოლონეთში და იქიდან გაემგზავროს უკრაინის დედაქალაქში. მე პირადად, მზად ვარ, უკრაინელებთან ერთად უზრუნველვყო მისი ჩასვლის ლოჯისტიკა.” _ წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა მეგობარი ქვეყნების ლიდერებს კიევში ჩასვლისა და უკრაინის მხარდაჭერის ამ ფორმით გამოხატვისკენ მოუწოდა.