უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საჭიროა ომის დასრულება, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო.
„ომის დასრულებაა საჭირო. უკრაინის წინადადებები მაგიდაზეა. შეხვედრის დროა. საუბრის დროა. დროა, აღდგეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სამართლიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის დანაკარგები ისეთი იქნება, რომ რამდენიმე თაობაც არ იქნება საკმარისი წამოდგომისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.