ცნობილი გახდა რომ ახლო წარსულში პოპულარულმა ბრიტაბელმა ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა საკუთარი ინსტაგრამი დროებით ქალაქ ხარკოვში მომუშავე ექიმს გადასცა.
ექიმმა ფეხბურთელის 71 მილიონ გამომწერს ვიდეოებისა და ფოტოების საშუალებით მოუყვა, თუ როგორ ზრუნავენ ექიმები ორსულ ქალებსა და ახალშობილებზე ომის დროს. მან მსოფლიო საზოგადოებას უჩვენა ინტენსიურ განყოფილებაში მყოფი ახალშობილები, რომელთაც განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდებათ და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მათ ფინანსურად ეხმარება.
დევიდ ბექჰემმა, რომელიც 2005 წლიდან „Unicef“-ის ელჩია, გამომწერებს უკრაინის დახმარებისკენაც მოუწოდა. გადარიცხული თანხა უკრაინელების სუფთა წყლით, საჭმლით, პირველადი დახმარებისა და სხვა საჭირო ნივთებით უზრუნველყოფას მოხმარდება.