ცოტა ხნის წინ პოპულარულ მოდელს კაილი ჯენერს და ამერიკელ რეპერს ტრევის სკოტს მეორე შვილი შეეძინათ, რომელსაც „Wolf“ დაარქვეს.
გუშინ კაილი ჯენერმა სოციალური მედიის საშუალებით ინფორმაცია გაავრცელა და აღნიშნა, რომ შერჩეული სახელი ბავშვისთვის შესაფერისი აღარ არის და მისი შეცვლა სურთ.
რომელი სახელით შეცვლიან კაილი და ტრევისი ვაჟიშვილის სახელს ჯერჯერობით უცნობია.