ლეონარდო დიკაპრიო და ჟიზელ ბიუნდჰენი – ვარსკვლავური წყვილი ერთმანეთს 6 წლის განმავლობაში ხვდებოდა.
ბრიტნი სპირსი და ჯასტინ ტიმბერლეიკი – ერთმანეთი „მიკი მაუსის კლუბის“ გადაღებებზე გაიცნეს 1992 წელს, როდესაც მხოლოდ 11 წლისები იყვნენ, მეგობრობდნენ, გაიზარდნენ და 1998 წლიდან ხვდებოდნენ ერთმანეთს. მათმა რომანტიკულმა ურთიერთობამ კი მხოლოდ 4 წელს გასტანა.
ჯარედ ლეტო და კამერონ დიასი – ბევრმა არ იცის, მაგრამ ისინი 2000-იანი წლების დასაწყისში ნამდვილად ხვდებოდნენ. მართალია საზოგადოებაში ერთად იშვიათად გამოდიოდნენ, თუმცა მიუხედავად ამისა, 4 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ.
მონიკა ბელუჩი და ვენსან კასელი – მათ ერთმანეთი 1996 წელს გაიცნე ფილმის „ბინა“ გადაღებებზე. თავდაპირველად კასელი ფიქრობდა, რომ ის ერთი უბრალო გოგონა იყო, რომელიც თავის სილამაზეს იყენებდა და არა ნიჭს. ქალი ყველაფერს აკეთებდა, რომ პროფესიონალი ყოფილიყო. რომანი საბოლოოდ მაინც გააჩაღეს და 17 წლის განმავლობაში ერთად იყვნენ.
ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი – წყვილი ერთმანეთს 7 წლის განმავლობაში ხდებოდა.
ჯონი დეპი და ვაინონა რაიდერი – ერთმანეთი 1989 წელს გაიცნეს, როდესაც დეპი 27 წლის იყო, ხოლო რაიდერი 18 წლის. 1993 წელს ერთმანეთს დაშორდნენ.
ტომ კრუზი და ნიკოლ კიდმანი – ვარსკვლავურმა წყვილმა ერთმანეთი 2004 წელს გაიცნო და რომანი მაშინვე გააჩაღა. დაქორწინდნენ და 2 შვილიც იშვილეს. ერთად 11 წელი გაატარეს და დაშორდნენ.
რიჩარდ გირი და სინდი კროუფორდი – ლეგენდარული წყვილი 1991 წელს დაქორწინდა, თუმცა 4 წლის შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს. მიზეზი ასაკში 17 წლიანი განსხვავება გახდა.