უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთი არაერთმა ხელოვანმა და მსახიობმა დატოვა. მათი დიდი ნაწილი ისრაელში დამკვიდრდა.
ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინის წყვილის შემდეგ ამ ქვეყანაში დაფუძნდა მსახიობი და სცენარისტი სემიონ სლეპაკოვი. ისრაელში საცხოვრებლად გადავიდა მომღერალი ჟასმინი. ისრაელში გადასახლდა მსახიობი და ტელეწამყვანი ივან ურგანტიც.
ამ ქვეყანაში აგრეთვე იმყოფებიან ქსენია სობჩაკი, ანდრეი მაკარევიჩი და ჟურნალისტი ალექსანდრე ნევზოროვი.
თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ ისრაელის მოქალაქეობის მიღება სურდა ოლეგ გაზმანოვსაც, მაგრამ საბოლოოდ გადაიფიქრა, მოსკოვში დაბრუნდა და „ლუჟნიკების“ სტადიონზე პუტინს საქვეყნოდ უმღერა.
მომღერალი ზემფირა და მისი მეგობარი, რეჟისორი რენატა ლიტვინოვა პარიზში დაფუძნდნენ.
მსახიობი ემანუილ ვიტორგანი ლატვიაში წავიდა. ამ ქვეყანაში იმყოფება ვიტორგანის კოლეგა ჩულპან ხამატოვაც.
ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება.