რუსეთში, როსკომნადზორმა Bild-ისა და პუბლიცისტ ალექსანდრე ნევზოროვის ვებგვერდები დაბლოკეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დაბლოკვის მიზეზი მარიუპოლის სამშობიარო სახლის დაბომბვის შესახებ გამოქვეყნებული მასალები გახდა.
ტელეკომპანიის ცნობით, 22 მარტს ალექსანდრე ნევზოროვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა „სამხედრო ფალსიფიკაციის“ შესახებ.