იტალიურ მასმედიაში საინტერესო ინფორმაცია გამოქვეყნდა. გამოცემა „Italian outlet Il Mattino“-ს ინფორმაციით, ინგლისის პრემიერ ლიგის „ლიდსი“ საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერითაა დაინტერესებული. ამისი მიზეზი ის გახლავთ რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „ლიდს იუნაიტედს“ ბრაზილიელი რაფინია დატოვებს, რომელიც კარიერას კატალონიურ „ბარსელონაში“ გააგრძელებს.
ხვიჩა კვარაცხელიას მიერ რუსეთის დატოვებამ ამ ქვეყანაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ვებგვერდებზე „championat.com“-სა და „sports.ru“-ზე კომენტარებში ქართველისადმი ზიზღიან დამოკიდებულებას არაერთი რუსი გულშემატკივარი გამოხატავს.
„მოლოდინი „ბაიერნი“, რეალობა ბათუმის „დინამო.“
„რუბინის“ მოლოდინი – ხვიჩას გაყიდვიდან 20 მილიონი, რეალობა 0 ევროდ ბათუმში წასვლა.“
„ევროპის ტოპ-კლუბში გადავიდა.“
„ევროპაში გადავიდა.“
„ბათუმის „დინამომ“ მისი კონტრაქტი 500 რუბლად გამოისყიდა.“
„ბიჭმა და მისმა მამიკომ წარმატებას მიაღწიეს.“
„სჯობდა ნოგინსკის „ზნამიაში“ გადასულიყო.“
„მოლოდინი 20 მილიონი, რეალობა – უფასოდ გაიქცა სამშობლოში.“
„საბოლოოდ გაპიარებული მოთამაშუკა აღმოჩნდა.“
„დაწინაურდა.“
„იქ იქნება მისი ნორმა, მისი დონე.“
„ბათუმი კარგი გუნდია? როგორც „რეალი“?“
„20 მილიონი მთელი ბათუმის „დინამოს“ ფასია.“
„ნაპოლის“ მომავალი ლეგენდა.“
ბლოკადაში მყოფი მარიუპოლი უკრაინაში ყველაზე ცხელი წერტილია და სწორედ ამ ქალაქში ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინელი მსოფლიო ჩემპიონი მაკსიმ კაგალი დაიღუპა.
სპორტსმენი სამხედრო ქვედანაყოფი „აზოვის“ მოხალისე იყო. ახალგაზრდა კიკბოქსიორის დაღუპვის შესახებ საზოგადოებას მისმა მწვრთნელმა, ოლეგ სკირტამ ამცნო.
„ძალიან დასანანია, რომ ომის მსხვერპლები საუკეთესოები ხდებიან. ის ჩვენს კლუბში პირველი მსოფლიო ჩემპიონი იყო, პირველი უკრაინელი, რომელმაც „ISKA“-ს ქამარი მოიპოვა. მაკსიმი, უბრალოდ, გულწრფელი და სამართლიანი ადამიანი იყო,“ – დაწერა სკირტამ.
კაგალი მსოფლიო ჩემპიონი 2014 წელს გახდა. საბრძოლო ხელოვნების გარდა, ახალგაზრდულ ასაკში რაგბისაც თამაშობდა უკრაინის 7-კაცა რაგბის ჩემპიონატის გამარჯვებულიც იყო.
უკრაინის ნაკრებს 2022 წლის ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ფლეი ოფის ნახევარფინალში შოტლანდიასთან რამდენიმე დღის წინ უნდა ეთამაშა, მაგრამ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო, ფიფამ თამაშის ივლისში გადატანა გადაწყვიტა.
შოტლანდიასთან დაპირისპირებაზე და ზოგადად უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოლეკსანდრ პეტრაკოვმა.
„სანამ ჩემს ქვეყანაში ხალხი კვდება, იქამდე შოტლანდიასთან თამაშზე ვერ ვიფიქრებ. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან კონტაქტი მუდმივად მაქვს. მათთვის ფეხბურთი უკანა პლანზე გადავიდა. აპრილი და მაისი წინ გვაქვს და ვნახოთ რა მოხდება, მაგრამ ჩვენ უნდა ვითამაშოთ ივნისში შოტლანდიასთან, ისევე როგორც ერთა ლიგის შეხვედრები. თუმცა არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ახლა ამ მატჩებზე ფიქრი არ შეგვიძლია. არც კი ვიცი, როგორ უნდა ვისაუბრო იმაზე, რაც ხდება. ბოლო ომის დროს დედაჩემის სახლი გერმანელებმა დაიკავეს. მან მითხრა, როგორ იქცეოდნენ მაშინ გერმანელები და ახლა რუსების ქმედებები მათი მსგავსია. ისინი სახლებს ბომბავენ და ბავშვებს კლავენ. ერთი თვე გავიდა და თავის ხელში აყვანა ისევ მიჭირს.
ჩემთვის რუსეთი აღარ არსებობს, იქ მეგობრები აღარ მყავს. რის თქმაც შემიძლია არის ის, რომ ჩვენ უფრო მეტად გავძლიერდებით. როდესაც საგუშაგოებზე მივდივარ ვხედავ ხალხს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანდა. ასე, რომ ფეხბურთს 100 პროცენტიან ყურადღებას არ ვაქცევ.“