ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მსოფლიო შოუ-ბიზნესის სფეროში მოღვაწე, პოპულარულ კარდაშიანების ოჯახს საკუთარი რეალითი შოუ „Keeping Up With The Kardashians“ ჰქონდათ. გადაცემა აშშ-ში ყოველკვირა გადიოდა და მაყურებელთა ნაკლებობასაც არ უჩიოდა.
გასული წლის დასასრულს, ტელეგადაცემა დაიხურა, მაგრამ ერთგული მაყურებლები კარდაშიანების ოჯახის გარეშე მაინც არ დარჩენილა.
ცნობილი იყო რომ „Keeping Up With The Kardashians“-ის ვარსკვლავები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ახალ რეალითი შოუზე მუშაობდნენ.
გუშინ ოფიციალურად ცნობილი გახდა რომ ამ ახალი გადაცემის პრემიერა მიმდინარე წლის 14 აპრილს გაიმართება და მაყურებელი მას მთელი წლის განმავლობაში იხილავს.