უკვე მეორე დღეა, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს წყალტუბოში _ სოფელ ლეხიდრისთავში, მდინარეში ჩავარდნილ მოზარდს ეძებენ.
“ცხედარს მაინც ვიპოვიდეთ, რომ საფლავი გვქონდეს. საშინელი ტრაგედიაა”, _ უთხრა “გურია ნიუსს” ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
შეგახსენებთ, უბედური შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 4 საათზე მოხდა. 15 წლის მოზარდი მდინარის ნაპირას სურათის გადასაღებად ჩავიდა, წონასწორობა დაკარგა, ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა.