ბათუმში დააკავეს თბილისის საკრებულოს წევრი „გირჩი – მეტი თავისუფლებიდან“, ცოტნე კობერიძე.
„ღარიბაშვილმა გამოიარა. ცოტნე ვიდეოს იღებდა და მონა დაუძახა. ამის შემდეგ დააკავეს“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას კობერიძის მეგობარი, რომელიც ესწრებოდა მის დაკავებას.
ვიდეოში, რომელიც რადიო თავისუფლებას მიაწოდეს, ჩანს, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული კაცი მოითხოვს კობერიძისგან მანქანაში ჩაჯდომას. კობერიძე განმარტებას ითხოვს, რის შემდეგაც ძალის გამოყენებით სვამენ „ჰონდას“ მარკის მანქანაში. მას ეუბნებიან, რომ აკავებენ ადმინისტრაციული წესით, თუმცა რომელი მუხლით – არ აკონკრეტებენ.
წყარო: რადიო თავისუფლება