სამტრედიაში, იოანე და თემურ ვაშაკიძეების მემორიალის მეორე დღე გაიმართა, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ. შეჯიბრი იყო ,,ბრეინ-რინგში” და ინტელექტუალურ თამაშში ,,რა? სად? როდის?”.
,,ჯეპარდის” გამარჯვებული გახდა თორნიკე ჯანგველაძე. ,,ბრეინრინგში” გუნდი ,,ჰაიზენბერგი” გახდა ჩემპიონი. ხოლო ,,რა? სად? როდის”- გუნდი ,,ჯაგერმორი”. სულ შეჯიბრში მონაწილეობდა 37 გუნდი, 200- ზე მეტი მოაზროვნე.
მემორიალი სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და მხარდაჭერით რამდენიმე წელია, ტრადიციულად ტარდება და იგი სამტრედიელი მოაზროვნე ძმების, ტრაგიკულად დაღუპული ინტელექტუალების, იოანე და თემურ ვაშაკიძეების ხსოვნას ეძღვნება. მემორიალს ყოველწლიურად ესწრება იოანე და თემურ ვაშაკიძეების მამა, ირაკლი ვაშაკიძე.