რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა რომ პოპულარული ამერიკელი მსახიობი, სამოცი წლის ჯიმ ქერი პროფესიულ კარიერას ასრულებს.
სამ აპრილს, ცნობილმა კომიკოსმა ჟურნალისტ კიტ ჰუვერთან საუბრისას აღნიშნა, რომ ცხოვრების ამჟამინდელ ეტაპზე კარიერული საქმიანობისთვის თავის დანებება სურს.
„შეიძლება მომავალში დიდ კინოს კვლავ დავუბრუნდე, თუმცა, ამჯერად ვფიქრობ, რომ საკმარისი გავაკეთე.
ძალიან მომწონს მშვიდი ცხოვრება, ამიტომ მინდა შევისვენო სამსახიობო საქმიანობისგან და სულიერადაც მშვიდად ვიყო.
ვიცი, რომ პოპულარული მსახიობებისაგან ამას ხშირად ვერ გაიგებთ, მაგრამ ვგრძნობ, რომ უკვე საკმარისი გავაკეთე და დროა კინოსგან დავისვენო“, – განაცხადა ჯიმ ქერიმ.